loader

იტალიაში რუსი ქალის ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში რუსი ქალის ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინეს

იტალიაში რუსი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ჩემოდანში იყო მოთავსებული და წყალში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ რიმინიში მოხდა. მეთევზეებმა წყალში შენიშნეს ჩემოდანი, რომელშიც ცელოფნის პაკეტში გახვეული, ქალის სხეული აღმოჩნდა. მეთევზეებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ცხედარი 27 წლის რუს ქალს ეკუთვნის. ცხედრის დათვალიერებისას მასზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალი ანორექსიით იტანჯებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ძალადობრივი სიკვდილი გამორიცხული არ არის. იტალიაში რუსეთის საკონსულო დაკარგული რუსი ქალის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. გამოძიება იმედოვნებს, რომ უცნაურ გარემოებებში დამდგარ სიკვდილს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც პორტიდან სათვალთვალო კამერების კადრებს ამოიღებენ.