loader

მინუს 90 კილო 1 წელში: გოგონა, რომელმაც სიმსუქნეზე გაიმარჯვა, თავის გამოცდილებას Instagram-ს უზიარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინუს 90 კილო 1 წელში: გოგონა, რომელმაც სიმსუქნეზე გაიმარჯვა, თავის გამოცდილებას Instagram-ს უზიარებს

ჯენიფერმა, 21 წლის ავსტრალიელმა გოგონამ თავისი მონდომებით მსოფლიო გააოცა. მან 1 წელიწადში 90 კილოგრამის დაკლება მოახერხა.
იმისთვის, რომ 21-ე დაბადების დღეს მისი წონა კვლავ 157 კილო არ ყოფილიყო, 12 თვის განმავლობაში საოცარი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად.

ჯენიფერი ახლა საკუთარ მიღწევას ყველას უზიარებს და მისი ფოტოები "ინსტაგრამზე" ძალიან პოპულარულია. გოგონა არ მალავს, რომ მძიმე წონასთან ერთად მისი პირადი ცხოვრებაც "დამძიმდა". "ძირითადად, სახლში ვიყავი ჩაკეტილი, ვერ მივდიოდი მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა...", - ამბობს ჯენიფერი.