LIVE: აფეთქება ეგვიპტის კოპტურ ტაძარში - მსხვერპლის რაოდენობა იზრდება
ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.
"ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.