loader

როგორ დააკავა მკერდმოშიშვლებული "ფემენის" წევრები ფრანგულმა პოლიციამ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დააკავა მკერდმოშიშვლებული "ფემენის" წევრები ფრანგულმა პოლიციამ

საფრანგეთში, ქალაქ ენენ-ბომონში, იმ საარჩევნო უბანთან, სადაც საკუთარ არჩევანს „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი აკეთებს, პოლიციამ ორგანიზაცია „ფემენის“ წარმომადგენლები დააკავა.

„ფემენის“ წარმომადგენლები, გაშიშვლებული მკერდით, საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ, სადაც მარინ ლე პენი უნდა მივიდეს. ისინი მარინ ლე პენის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან.

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.