loader

ტრამპმა აშშ-ის 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია - სად არ მივიდა ის პრეზიდენტობის მეასე დღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპმა აშშ-ის 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია - სად არ მივიდა ის პრეზიდენტობის მეასე დღეს?

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეასე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია. აშშ-ის პირველი პირი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე არ მივიდა. ამის ნაცვლად ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰარისბერგში მომხრეებს შეხვდა და ჟურნალისტები მცდარი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

მიტინგზე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 100 დღეც შეაჯამა და შესრულებულ სამუშაოს პროდუქტიული უწოდა. ის მხარდამჭერებს ყველა დაპირისპირების გადალახვას დაჰპირდა. გამოსვლაში ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემასაც შეეხო და განმარტა, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ბლოკის გაძლიერების მიზნით თავის ფინანსურ წვლილს აუცილებლად შეიტანს. სიტყვით გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადასახადები აუცილებლად შემცირდება.