loader

თურქეთში ატრაქციონზე გონდოლა ჩამოვარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ატრაქციონზე გონდოლა ჩამოვარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე გასართობ პარკში ატრაქციონზე „თავისუფალი ვარდნა“ გონდოლა ჩამოვარდა, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

ატრაქციონის მექანიზმმა ხალხი 25 მეტრის სიმაღლეზე აიყვანა და თითქმის ქვევით ჩამოიყვანა, როდესაც ორი მეტრის სიმაღლეზე ტროსი გაწყდა.

ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ირკვევა შემთხვევის დეტალები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.