loader

99 ქვეყანაში სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ - რას აცხადებენ Avast-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

99 ქვეყანაში სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ - რას აცხადებენ Avast-ში

99 ქვეყანაში საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ გუშინ გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.

Avast-ის განცხადებით, კიბერშეტევის ფაქტები ძირითადად რუსეთში, უკრაინაში და ტაივანზე, ასევე დიდი ბრიტანეთში მდებარე საავადმყოფოებებზე დაფიქსირდა.

ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა "WannaCry" დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი მზად არის უცხოელ პარტნიორებს კიბერშეტევების მოგერიებაში დაეხმაროს.

"ჩვენ აქტიურად ვახდენთ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლას და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ", - განაცხადეს უწყებაში.