loader

ტრამპმა საუდის არაბეთის მეფესთან ერთად ხმლით იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპმა საუდის არაბეთის მეფესთან ერთად ხმლით იცეკვა

საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა დონლად ტრამპმა მონაწილეობა ქვეყნის ეროვნულ ცეკვაში მიიღო. მან საუდის არაბეთის მეფესთან ერთად ხმლით იცეკვა. კადრებს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. საზეიმო ცერემონია სამეფო სასახლეში, ქვეყნებს შორის 110 მილიარ დოლარიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიმართა. დონალდ ტრამპის შემდეგ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმაც მიიღო. მან ხმლით ხელში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იცეკვა. საუდის არაბეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი აშშ-ის პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში შედგა. ტრამპი ისრაელსა და ვატიკანსაც ეწვევა, ხოლო შემდეგ მონაწილეობას ნატო-ს სამიტში მიიღებს.