loader

ისტორიული კადრები: ტრამპი გოდების კედელთან იერუსალიმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიული კადრები: ტრამპი გოდების კედელთან იერუსალიმში

დონალდ ტრამპი თავის პირველ უცხოურ ტურნეს აგრძელებს. საუდის არაბეთის შემდეგ ის ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ჩავიდა.
მედიის ცნობით, ტრამპი ისრაელში ორ დღეს გაატარებს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 მაისს თავისი პირველი უცხოური ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთს ეწვია. ისრაელის, პალესტინის ავტონომიისა და ვატიკანში ვიზიტის შემდეგ ის ბრიუსელში ნატოს სამიტზე გაემგზავრება და ბოლოს სიცილიაში G7-ის ლიდერების შეხვედრას დაესწრება.
ტრამპმა იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და გოდების კედელი მოინახულა.