loader

მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მანჩესტერის პოლიციაში განაცხადეს.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა, სავარაუდოდ, იციან თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა და რომ ახლა ირკვევა, ის მარტო მოქმედებდა თუ რამე ჯგუფის წევრი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობას.