loader

რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post დონალდ ტრამპის სიძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post დონალდ ტრამპის სიძეზე?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი რუსეთთან საიდუმლო კავშირების დამყარებას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია 2016 წლის აშშ-ის წინასაარჩევნო პერიოდზე. გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპის სიძესა და აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს შორის, სულ მცირე სამი საიდუმლო საუბარი შედგა. მათ შორის ორი საუბარი, გასული წლის აპრილის თვიდან ნოემბრის თვემდე შუალედში, ტელეფონის საშუალებით მოხდა. საუბრების მიზანი, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის "საიდუმლო და უსაფრთხო კავშირების" დამყარება იყო. მარტის თვეში თეთრი სახლის განცხადება გავრცელდა, სადაც თქვეს, რომ ჯარედ კუშნერი და მაიკლ ფლინი (დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) "ტრამპ თაუერში" აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შეხვდნენ, სადაც საკომუნიკაციო არხების შექმნაზე ისაუბრეს.

FBI ჯარედ კუშნერის რუსეთთან კავშირებით გასულ წელს დაინტერესდა. წელს კი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძის კავშირებზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო კუშნერის კვალზე მას შემდეგ მივიდა, რაც დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და კრემლს შორის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოცემა Wasington Post აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და მაიკლ ფლინის ადვოკატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა რუსეთის საელჩომაც.