loader

კადრები მოსკოვიდან, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა მანქანები და შენობები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მოსკოვიდან, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა მანქანები და შენობები

მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია. მოსკოვში ქარიშხალი 28 მაისს დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა.
ქარიშხლის გამო მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა.