loader

ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები მედვედევის საიდუმლო აგარაკი - "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" მამხილებელი მასალა გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები მედვედევის საიდუმლო აგარაკი - "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" მამხილებელი მასალა გამოაქვეყნა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია რუბლიოვკაზე მდებარე სახლი, რომელსაც დიმიტრი მედვედევის "საიდუმლო აგარაკს" ეძახიან.

ნავალნის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სახლი ბიზნესმენმა ალიშერ უსმანოვმა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების ფონდს აჩუქა, რომელსაც ილია ელისეევი ხელმძღვანელობს, დიმიტრი მედვედევის თანაკურსელი.

ახალ ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები აგარაკი, სადაც მდებარეობს სახლი, აუზი, აბანოს კომპლექსი, გარაჟი, საკუთარი ტბა და პირსი.

გარდა ამისა, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებს უსმანოვის მიერ "სოციალური სახელმწიფო პროექტისთვის" აგარაკის ჩუქების ფაქტს.