loader

როგორ მოიქცეოდა პუტინი, გეისთან ერთად რომ საშხაპეში აღმოჩნდეს - რას პასუხობს პრეზიდენტი ოლივერ სტოუნის პროვოკაციულ კითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოიქცეოდა პუტინი, გეისთან ერთად რომ საშხაპეში აღმოჩნდეს - რას პასუხობს პრეზიდენტი ოლივერ სტოუნის პროვოკაციულ კითხვას

ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი Showtime-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებს. პრემიერის წინ ვნებათაღელვა სულ უფრო და უფრო მატულობს. ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი კი ინტერესის საბაბს კიდევ უფრო ამძაფრებს.

ინტერვიუში ერთ-ერთი ფრაგმენტი რუსეთში მიღებულ გეი პროპაგანდის საწინააღმდეგო რეგულაციებს ეხება. რეჟისორი ოლივერ სტოუნი დაინტერესდა, არის თუ არა კანონი დისკრიმინაციული, რაზეც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში გეებს არავინ ჩაგრავს.

რეჟისორი ასევე დაინტერესდა, როგორ მოიქცეოდა, თუ წყალქვეშა ნავზე აღმოჩნდებოდა საშხაპეში გეისთან ერთად, რაზეც პუტინმა გაიცინა და აღნიშნა, რომ ისურვებდა, რომ არ მოხვედრილიყო საშხაპეში ასეთ სიტუაციაში. ამავე ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.