loader

ტრაგედია თურქეთში: აკვაპარკში 5 ადამიანი დენის დარტმის შედეგად გარდაიცვალა, მათგან 3 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია თურქეთში: აკვაპარკში 5 ადამიანი დენის დარტმის შედეგად გარდაიცვალა, მათგან 3 ბავშვია

თურქეთის ქალაქ აკიაზის აკვაპარკში მომხდარ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი და ორი ზრდასრულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტი ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია. აკვაპარკის მენეჯერი და მისი შვილი ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც დენმა მათაც დაარტყა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ჯგუფები, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აუზში ელექტორ სადენების დამუხტვის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.