loader

ჩინეთში მეწყერის შემდეგ, მიწის ქვეშ ჩამარხულ 141 ადამიანს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში მეწყერის შემდეგ, მიწის ქვეშ ჩამარხულ 141 ადამიანს ეძებენ

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 141 ადამიანი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ სიჩუანის პროვინციის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან მხოლოდ ორი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.
ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა სამაშველო სამუშაოების გააქტიურების შესახებ, რათა მსხვერპლის რაოდენობა შემცირდეს.
სამაშველო სამუშაოებში 540-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მეხანძრეეები, ექიმები. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა.