loader

სარკეში აუგს ნურასდროს იტყვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარკეში აუგს ნურასდროს იტყვით

ბრძენ ხალხს მიაჩნდა, რომ ადამიანმა სარკეში გარკვეული მიზნისთვის უნდა ჩაიხედოს. მაგალითად, სოკრატე ამბობდა: "დააკვირდი შენს გამოსახულებას, თუკი შენი გარეგნობა ამის ღირსია. ნუ დაამახინჯებ მას სხვადასხვა სიბილწით, სამაგიეროდ, კარგი საქმეებით გაალამაზე''.

ოდითგანვე სარკე, ადამიანის ირგვლივ მყოფ საყოფაცხოვრებო საგნებს შორის, ყველაზე იდუმალ საგანს წარმოადგენდა. თუ ადამიანი ავადაა ან ცუდ გუნებაზე, მან სარკეში საერთოდ არ უნდა ჩაიხედოს, ხოლო ჩახედვის დროს არამც და არამც თავის ფიზიკურ ნაკლზე ან ცხოვრების ავბედითობაზე არ უნდა დაიჩივლოს. თუ დადებითი ენერგიით დამუხტვა გსურთ, ხშირად გაიღიმეთ და საკუთარი თავის თვალიერებისას რამე კარგზე იფიქრეთ.