loader

ხალხმრავლობა "საფინანსო კომპანია საქართველოს" ოფისთან - რა რისკები არსებობს ანაბრებზე საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხალხმრავლობა "საფინანსო კომპანია საქართველოს" ოფისთან - რა რისკები არსებობს ანაბრებზე საქართველოში?

"საფინანსო კომპანია საქართველოს" ოფისთან ბოლო დღეებში ხალხმრავლობაა. 2 თვეზე მეტია, რაც კომპანია მეანაბრეებს სარგებელს ვეღარ ურიცხვავს. მომხმარებლები კუთხვნილი თანხის დაბრუნებას, ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ.

ილია გურულის ოჯახმა საფინანსო კომპანია საქართველოში 15 ათასი დოლარი რამდენიმე თვის წინ შეიტანა. მეანაბრეს წლიური 30%-იაი მოგების მიღების იმედი უკვე გადაეწურა, თუმცა კუთვნილი თანხის დაბრუნებას სასამართლოს ძალით აპირებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, სებ-მა კომპანიას სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა რამდენჯერმე მოსთხოვა. გასულ კვირას კი ეროვნულმა ბანკმა საფინანსო კომპანია საქართველოს ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა აუკრძალა.