loader

"ინტერპრესნიუსი" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიასაშუალება, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღებები ეცნობიან - ლაშა ტუღუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინტერპრესნიუსი" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიასაშუალება, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღებები ეცნობიან - ლაშა ტუღუში

"ინტერპრესნიუსი" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიასაშუალება, რომელსაც გადაწყვეტილების მიმღებები ეცნობიან, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც ტუღუშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ მედიაჰოლდინგ "პალიტრა მედიის" მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, ის განსაკუთრებით ფრთხილად უყურებს ისეთ ვითარებას, როდესაც ორი მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ რაღაცას, ზოგჯერ პატივისცემის გარეშე ან მკვეთრად ამბობენ. მან ასევე მედიაჰოლდინგ "პალიტრას" ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა.