loader

ცნობილი ბრენდის, "სიმენსის" ფუძემდებლები ვერის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი - ბევრისთვის უცნობი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ბრენდის, "სიმენსის" ფუძემდებლები ვერის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი - ბევრისთვის უცნობი ისტორია

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოში გამორჩეული და ცნობილი ბრენდის, "სიმენსის" ფუძემდებლები - ძმები სიმენსები საქართველოში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. 1860 წელს საქართველოში შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ გაეყვანათ თბილისი-ფოთის სატელეგრაფო ხაზი. სამუშაოებს გერმანული ფირმა "სიმენსი და გალსკე" აწარმოებდა. ხელმძღვანელობა ვალტერ სიმენსს დაეკისრა, რომელიც თბილისში 1860 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა. იმავდროულად, იგი თბილისში ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსულად დაინიშნა.
1868 წლის 8 ივნისს ვალტერ სიმენსი ცხენიდან ჩამოვარდა, სასიკვდილოდ დაშავდა და 13 ივნისს გარდაიცვალა. ვალტერ სიმენსის საქმე მისმა ძმამ, ოტო სიმენსმა განაგრძო, თბილისში გერმანიის კონსულის ვალდებულებაც მანვე იკისრა. ის იყო პირველი, რომელმაც თბილისში დაიწყო ქუჩებისა და ტროტუარების ასფალტით დაფარვა, რაც ნავთობის ნარჩენებისგან მზადდებოდა.
ორივე ძმა, ოტო და ვალტერ სიმენსები საქართვლოში, ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.