loader

"მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა... ჩვენება მთლიანად აბსურდულია" -პროკურორი ბრალდებულ დეკანოზზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა... ჩვენება მთლიანად აბსურდულია" -პროკურორი ბრალდებულ დეკანოზზე

ე.წ. "ციანიდის საქმის" პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს გიორგი მამალაძემ პასუხი ვერ გასცა. მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება ციანიდის საკითხს, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს სხვადასხვა ვერსიები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.