loader

რა საფრთხეს შეიცავს ის, რის გარეშეც საწოლში წოლა წარმოუდგენლად გვეჩვენება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხეს შეიცავს ის, რის გარეშეც საწოლში წოლა წარმოუდგენლად გვეჩვენება

ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა. თუ ბალიში 10 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა, მისი წონის 10% მტვრის ტკიპა და კანის მკვდარი უჯრედები შეიძლება იყოს. თავად ტკიპა საშიში არაა, მაგრამ ცხოველმყოფელობის პროდუქტი შეიცავს ენზიმს, რომელიც ზოგიერთ ადამიანში ალერგიას იწვევს. ასთმის არსებობისას კი მდგომარეობა მძიმდება.