loader

როგორ შეცვლის თბილისს სამთავრობო ქალაქი, რომელშიც ყველა სამინისტროს განთავსება იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეცვლის თბილისს სამთავრობო ქალაქი, რომელშიც ყველა სამინისტროს განთავსება იგეგმება

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება. პროექტი მთავრობის ინიციატივით განხორციელდება. გულუას ქუჩაზე, ერთეული გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს განთავსება იგეგმება. სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით აშენდება, სადაც ამ დროისთვის ბიზნესსახლის პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. მთავრობის წევრების განმარტებით, სამთავრობო ქალაქის აშენების მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია და ქალაქში ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტების გამოთავისუფლება, შემდეგ კი ამ შენობების პრივატიზაციაა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობამ შესაძლოა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს. თუმცა, სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დღეისათვის ქვეყანაში არც ამ დონის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და არც შესაბამისი რესურსია. ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იდეის რეალობად ქცევა მთავრობას ძალიან გაუჭირდება.