loader

პაატა ბურჭულაძე სანკტ-პეტერბურგის ოპერისა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება - მიხეილ გიორგაძის შეფასება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძე სანკტ-პეტერბურგის ოპერისა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება - მიხეილ გიორგაძის შეფასება

მე პაატა ბურჭულაძის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360” გრადუსი სტუმრობისას განაცხადა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მიხეილ გიორგაძეს პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შეფასება სთხოვა, რომელზეც ”ინტერპრესნიუსმა” პაატა ბურჭულაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბერლინსა და პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება. ქართველი მომღერალი აპრილის თვიდან ასევე მუსორგსკის სახელობის სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. პარალელურად პაატა ბურჭულაძე განაგრძობს საერთაშორისო კარიერას. 2017 წლის მაისიდან ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენის“ მიწვევით ის ინკვიზიტორის პარტიას შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „დონ კარლოსი“. პრემიერა 12 მაისს გაიმართება. პაატა ბურჭულაძე ამჟამად ბერლინში იმყოფება, სადაც მას ”ინტერპრესნიუსმა” ექსკლუზიურად რამდენიმე შეკითხვია ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში ვოკალის აკადემიის შესახებ დაუსვა.