loader

რამდენი მილიონის ღირებულების ავტომობილი შემოვიდა საქართველოში წელს - ავტოვაჭრობის უახლესი მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი მილიონის ღირებულების ავტომობილი შემოვიდა საქართველოში წელს - ავტოვაჭრობის უახლესი მონაცემები

2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ, როცა 2016 წლის იანვარ-მარტში იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 6.2% იყო, მაშინ, როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 6.8% იყო.

2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.