loader

"ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა" - შალვა ხუციშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა" - შალვა ხუციშვილი

მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და გვგონია, რომ ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა”, 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე საუბრისას განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღების მიზანი არის ის, რომ მძღოლი თითოეულ დარღვევაზე იმაზე მეტად დაფიქრდეს, ვიდრე ამას დღეს აკეთებს.

”მაგალითად, თუ დღეს მძღოლმა იცის, რომ წითელზე გავლა არის ფულად ჯარიმაში, შეიძლება ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე უღირდეს - მძღოლი დაარღვევს და უფრო ნაკლებად დაფიქრდება, უქმნის თუ არა სხვას საფრთხეს. 1-ელი ივლისიდან შემოვიღებთ დამატებით კომპონენტს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მძღოლების ფსიქოლოგიური განწყობა და დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების წესების მიმართ. მძღოლი დაინახავს, რომ ფულადი ჯარიმის გარდა, ნებისმიერი დარღვევა არის საფრთხე მისი მართვის მოწმობებისთვის. მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და, შესაბამისად, გვგონია, რომ ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.