loader

"IPN ჩართეთ და ნახეთ რა ხდება ქვეყანაში" - რას პასუხობს ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკოსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"IPN ჩართეთ და ნახეთ რა ხდება ქვეყანაში" - რას პასუხობს ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკოსებს

ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და მუდმივი აპელირება საქართველოს პრეზიდენტის არსებობის ფაქტზე იმ ხალხის მიერ, ვინც ავირჩიეთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ პოლიტიკა?!, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც „ამბასადორიალი 2017“-ზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს მოჰყვა.

„ინტერპრესნიუსი“ ჩართეთ და ნახავთ, რა ხდება ქვეყანაში - ყოველდღიური ქუჩური გარჩევები, ადამიანების მუდმივი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დახრჩობა სხვადასხვა მდინარეებში და ტბებში - თქვენ რა გგონიათ, პარლამენტარების საქმე არ არის, ეს საკითხები გადაწყვიტონ?! ეს ხალხი პარლამენტში არის იმისთვის, რომ ყოველდღე უნდა დებდნენ საკანონმდებლო პაკეტებს, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენი უსაფრთოების გრძნობას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.