loader

ანჯელინა ჯოლის სარძევე ჯირკვლების ამპუტაცია გაუკეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლის სარძევე ჯირკვლების ამპუტაცია გაუკეთეს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მკერდის კიბოს თავიდან აცილების მიზნით ორივე სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა ჟურნალისტებთან ოფიციალურად დაადასტურა. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ გზით ქირურგებმა მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87% -დან მინიმალურ ზღვრამდე დაიყვანეს.

"ეს ოპერაცია საჭირო იყო, რადგანაც სხვა შანსი არ არსებობდა. მინდა სხვა ქალებს მივმართო: მკერდის მოკვეთაზე დათანხმება და ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. იმის შანსი, რომ მკერდის კიბო დამემართოს, 87%-დან 5%-მდე შემცირდა. ჩემს გვერდითაა ბრედ პიტი და მარტო არ მტოვებს. მინდა, ყველა კაცს მივმართო: თუ თქვენს ცოლს ან შეყვარებულს მკერდი მოკვეთეს, არ მიატოვოთ - ამ დროს ქალს ყველაზე მეტად სჭირდებით. ბრედი გამოკვლევებზეც დამყვებოდა და ოპერაციის შემდეგ ჩემი გაცინებაც შეძლო", - განაცხადა ანჯელინამ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე