loader

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართულ სტენდზე 23 გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართულ სტენდზე 23 გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი

ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი, განახლებული პროგრამით წარსდგება. როგორც კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, გერმანიის პრესტიჟულ წიგნის გამოფენაზე 23 გამომცემლობის უახლესი გამოცემები და თარგმანები იქნება წარმოდგენილი.

500-წლიანი ისტორიის მქონე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობას, ყოველწლიურად დაახლოებით 400 000-მდე უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2013 წლის 9-13 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად