loader

დაუნდობელი ცინიზმი და ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო შარჟი ინტერნეტში ფურორს ახდენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუნდობელი ცინიზმი და ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო შარჟი ინტერნეტში ფურორს ახდენს

Circus TV - ეს "ფეისბუქზე" საგანგებოდ წინასაარჩევნოდ შექმნილი გვერდია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კლიპებისა და მათი დაპირებების ვიდეოშარჟებს ქმნის და ავრცელებს. ვინ დგას გვერდს მიღმა ან რა ინტერესი აქვთ ავტორებს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პროდუქტი ინტერნეტში უკვე ძალიან პოპულარულია.

მათ მიერ წარმოებული ვიდეოებიდან ნახვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეკლამის შარჟს აქვს. 10 დღის წინ გამოქვეყნებული ვიდეო 127 ათასმა ადამიანმა ნახა, აქვს ასობით მოწონება და კომენტარი. საკმაოდ პოპულარულია მმართველ გუნდზე შექმნილი შარჟიც, რომელიც 4 დღეში 41 ათასმა ადამიანმა ნახა.
წყარო