loader

"ქეთას ქმრის რეაქციის ეშინია" - რუსული მედია ქეთა თოფურიას შესაძლო რომანზე ახალ დეტალებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქეთას ქმრის რეაქციის ეშინია" - რუსული მედია ქეთა თოფურიას შესაძლო რომანზე ახალ დეტალებს ავრცელებს

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო, მათ შორის, Life იტყობინება, მომღერალი ქეთა თოფურია რეპერ გუფისთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს.  გუფის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსეი დოლმატოვია. ის ჯგუფ "ცენტრის" დამფუძნებელი და ყოფილი წევრია.

საახალწლო არდადეგები წყვილმა ერთად ტაილანდში, კუნძულ სამოაზე გაატარა. 37 წლის ალექსეი დოლმატოვი და ჯგუფ "A Studio"-ს სოლისტი ერთ ვილაში დასახლდნენ. როგორც რუსული მედია ირწმუნება, ქეთა თოფურია საცურაო კოსტიუმში გუფის მკერდზეა წამოწოლილი. იმის გაგება, რომ წყვილმა ერთად გაატარა არდადეგები, მათი "ინსტაგრამგვერდის" დათვალიერებითაც შესაძლებელია, - იუწყება გამოცემა Life და Lifecorr-ით მიღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელშიც, ვიდეოს ავტორების თქმით, ქეთა თოფურია და გუფი არიან ასახულნი. რუსული პრესა ასევე აქტიურად წერს იმის შესახებაც, რომ მათი რომანის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. წყვილი მოსკოვის გარეუბანში, დოლმატოვის აგარაკზე მალულად ხვდება ერთმანეთს, რადგან ქეთას ქმრის რეაქციის ეშინია.

ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ გეიხმანს 2013 წელს გაჰყვა ცოლად. მათი ქალიშვილი ოლივია 2 წლისაა.