ადელის ემოციური გამოსვლა "გრემის" დაჯილდოებაზე - მომღერალმა ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა და მთავარი კონკურენტი ბიონსე უკან ჩამოიტოვა
წლევანდელი, რიგით 59-ე „გრემი“ ნამდვილად მასშტაბური და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ცერემონია ადელის ჰიტის, „Hellо“-ს შესრულებით გაიხსნა. ბრიტანელი მომღერალი ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორიც გახდა, ყველა ძირითად ნომინაციაში გაიმარჯვა და მთავარი კონკურენტი ბიონსე უკან ჩამოიტოვა.