loader

"ძლიერო ჩემო, რუსეთო!" - სიმღერა, რომლის გამოც თამარ გვერდწითელი სკანდალში გაეხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძლიერო ჩემო, რუსეთო!" - სიმღერა, რომლის გამოც თამარ გვერდწითელი სკანდალში გაეხვა

"ძლიერო ჩემო, რუსეთო!" - თამარ გვერდწითელის ამ სიმღერას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მომღერალი კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაეხვა, თუმცა, როგორც გვერდწითელმა განმარტა, სიმღერა ჩაწერილია 2005 წელს და თავის მართლებას არ აპირებს.

"არ ვაპირებ, თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზე, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს. მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი კონცერტი არც რუსეთში და არც მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე, სადაც მე არ შემისრულებია ის სიმღერები, რომლებსაც სწორედ ჩემს ქვეყანას, ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას ვუძღვნი, მოყოლებული 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დღემდე და როდესაც ოქიტაშვილი აცხადებს, რომ თურმე პავლიაშვილთან დუეტით "დაღუპული ბიჭების საფლავებს გადავუარე", შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთის სცენაზეც "ჰერიო, ბიჭებოს", "მრავალჟამიერს" და "საქართველოს" ვმღერი და არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი მაყურებლის და ჩემი ერის წინაშე" - განაცხადა თამარ გვერდწითელმა.


ასევე იხილეთ: ჩემო ამაყო რუსეთო!" - სოსო პავლიაშვილი "სამშობლოს" უმღერის