loader

თინა კანდელაკი გასაიდუმლოებული ქორწინების დეტალებზე პირველად ალაპარაკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა კანდელაკი გასაიდუმლოებული ქორწინების დეტალებზე პირველად ალაპარაკდა

ცნობილმა ტელეწამყვანმა და ბიზნესლედი თინა კანდელაკმა თავისი ქორწინების დეტალებზე ერთ-ერთ რუსულ მედიაში ისაუბრა. ვასილი ბროვკო და თინა ერთმანეთს ცხრა წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონება 2015 წელს გადაწყვიტეს.
ჩვენ დაქორწინება დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, მაგრამ რატომღაც არ გამოდიოდა. 2015 წელს მივხვდით, რომ თუ ამას ახლა არ გავაკეთებდით, მაშინ ეს მოვლენა არასდროს მოხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. როცა წყვილები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, მათ ცვლილებები სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, დღესასწაული მინდოდა. არავინ ელოდებოდა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ქორწილის დღეს ჩვენც ვმხიარულობდით და მეგობრებიც. სიძემ, რა თქმა უნდა, ხელის მოწერის ცერემონიაზე დააგვიანა. ხელისმომკიდე ერთი გვყავდა. კაბა თეთრი მეცვა.