loader

"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე "ფეისბუქზე" წერს.
"ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა "მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი", - წერს ურუშაძე.
მხატვრული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გადაიღეს. მთავარ როლში მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი მონაწილეობენ. ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში. ფილმი ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე, "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ლემბიტ ულფსაკი ფილმში ივოს როლს ასრულებს.

Oscar-nominated Tangerines star Lembit Ulfsak dies at 69