loader

ჩართვა "დილა მშვიდობისა საქართველოდან", რომელზეც ახლა "ფეისბუქზე" ბევრს საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩართვა "დილა მშვიდობისა საქართველოდან", რომელზეც ახლა "ფეისბუქზე" ბევრს საუბრობენ

ფრაგმენტი გადაცემიდან "დილა მშვიდობისა საქართველო". გადაცემაში პანტომიმის თეატრის მსახიობი სალომე ფილიშვილი იყო მიწვეული.
ეპიზოდს გადაცემიდან, რომელსაც ახლა უყურებთ, ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოგვიანებით, აშნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, პანტომიმის თეატრის თანამშრომლებმაც დაწერეს. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ პირდაპირი ჩართვისას სალომე შეუძლოდ გახდა, ზოგიც კი მომხდარს ნერვიულობას აბრალებს.

Georgian Pantomime Shaliakshvili:
ჩემი მხარდაჭერა ჩემს მსახიობს და ჩემს ჯგუფელს სალომე ფილიშვილს. მე გეტყვით სიმართლეს სალომე არც სვავს და არც სხვა ნარკოტიკებით იკვებება! მან ძაან ინერვიულა რადგან პირველად იყო წამყვანის ამპლუაში!
გამაგრდი სალომე ჩვენ გვიყვარხარ!!!
ძაან მაგარია!
P.S. შეიკავეთ თავი, ნუ გვაყენებთ შეურაცყოფას თორემ ყველას დაგთვლით!

Maiko Chapodze: ალბათ, ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ არ არის მარტივი პირდაპირ ეთერში მუშაობა. მითუმეტეს როცა პირველად ერთვები !!! სალომე პანტომიმის თეატრის მსახიობია, ძალიან ნიჭიერი და განათლებული გოგოა ! უბრალოდ ინერვიულა, განიცადა და ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ გამოხატავს ნერვიულობას ! ამ ჩართვაზე სიცილი და ქილიკი კი ძალიან ტეხავს ! მითუმეტეს ცილის წამება რომ მთვრალი იყო, ან კაიფში და კიდევ ათასი სისულელე !!! ერთი წამით მაინც ჩააყენეთ თქვენი თავი ამ გოგოს და მისი ოჯახის წევრების ადგილას, როგორ განიცდიან თქვენს თითოეულ კომენტარს !!!! ყველაზე მეტად დამცინავივი პოსტები და ამ გოგოზე ღლაბუცი ჟურნალისტებისგან ტეხავს !!!! Georgian Pantomime Shaliakshvili გადაეცით სალომეს რომ უმაგრესი გოგოა და მას კი არა, გამოცდილ ჟურნალისტსაც კი შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ