ქართველი პილოტი გოგონა, რომელიც ნიუ-იორკის თავზე დაფრინავს
"ნანუკას შოუმ" საზოგადოებას გააცნო მფრინავი გოგონა - ნათია მამაიაშვილი, რომელიც თბილისში დაიბადა და 14 წლის ასაკში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მან წარმატებული მუსიკალური კარიერის შემდეგ მფრინავობა მოისურვა და ლიცენზირებული პოლოტი გახდა. ამას გარდა ის პარაშუტიდან ხტომითაც არის გატაცებული.