loader

ვინ არის სალომე ჭაჭუას სიმპატიური მეწყვილე, რომელიც რუსეთში ბიზნესებს ფლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის სალომე ჭაჭუას სიმპატიური მეწყვილე, რომელიც რუსეთში ბიზნესებს ფლობს

ტელეიმედმა სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონი დაიწყო. შოუში ერთ-ერთი წყვილი სალომე  ჭაჭუა და რუსეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი მაქაცარიაა.

მაქაცარიას ბიზნესი ერთდროულად რამდენიმე სფეროში აქვს. ტელეარხმა "ესტებე"-მ ის საკუთარი რეალითი შოუს, "უცოლოს" მეექვსე სეზონის გმირად დაასახელა.

ირაკლი მაქაცარია 1985 წლის 24 მარტს დაიბადა. მან საშუალო განათლება ამერიკაში მიიღო, უმაღლესი კი საქართველოში.
სპეციალობით მარკეტოლოგია.
მაქაცარიას სამშენებლო, საბანკო, სამოდელო ინდუსტრიის და სარეკლამო სფეროში აქვს ბიზნესი.
2013 წელს ირაკლიმ დააარსა კომპანია Maq Entertainment, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს.