loader

ლეგენდარული როკ-ჯგუფის ქართული კონცერტი - ვიდეო Aerosmith-ის გვერდიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეგენდარული როკ-ჯგუფის ქართული კონცერტი - ვიდეო Aerosmith-ის გვერდიდან

„ბლექ სი არენაზე“ „აეროსმიტის“ კონცერტი გაიმართა. კონცერტი დაგეგმილზე თითქმის 2 საათით გვიან დაიწყო. "აეროსმიტის“ კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.

"აეროსმიტი" მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარდგა. სტივენ ტაილერმა ჯგუფის წევრებთან ერთად არაერთი ცნობილი ჰიტი შეასრულა, მათ შორის crazy, cryin, I don't want to miss a thing, dream on, walk this way.

„აეროსმიტის“ მენეჯმენტის მოთხოვნით, კონცერტს დაესწრო მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა. კონცერტი გადაიღო მხოლოდ რამდენიმე კამერამ და ფოტოგრაფმა.

ჯგუფი საქართველოში 19 მაისს ჩამოვიდა.