loader

სოჭში ანდრეი გუბინის მოკვლა სცადეს - რას აცხადებს მძიმედ დაავადებული 90-იანების პოპულარული რუსი მომღერალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭში ანდრეი გუბინის მოკვლა სცადეს - რას აცხადებს მძიმედ დაავადებული 90-იანების პოპულარული რუსი მომღერალი

90-იანების პოპულარულ რუს მომღერალ ანდრეი გუბინს სოჭში მოკვლას უპირებდნენ. ამის შესახებ მომღერალმა თავადვე განაცხადა, როდესაც თოქ-შოუ "პირდაპირ ეთერს" სტუმრობდა. მისი თქმით, მისი მოკვლის მცდელობა მაშინ ჰქონდათ, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ანდრეი გუბინი აცხადებს, რომ მას ბევრი მტერი ჰყავს და სწორედ მათ მიერ იყო პროვოცირებული ავტოსაგზაო შემთხვევის მცდელობა სოჭში.

გუბინი უკვე წლებია, სრულიად კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და აღარც პრესისთვის არის ცნობილი მისი ცხოვრების შესახებ. მის კარჩაკეტილობას მისი გულშემატკივრები მძიმე ავადმყოფობას უკავშირებენ.