loader

გადაცემა "პირად ექიმს" უჩივიან - "წამყვანმა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი საჩვენებელ ობიექტად გამოიყენა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაცემა "პირად ექიმს" უჩივიან - "წამყვანმა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი საჩვენებელ ობიექტად გამოიყენა"

გადაცემა "პირად ექიმს" ქარტიაში უჩივიან. გამოცემა mediachecker.ge-ს ცნობით, ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "პირად ექიმთან" დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 27 იანვრის გადაცემაში დაირღვა ქარტიის მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მერვე (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

განცხადების მიხედვით, 27 იანვარს, გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანმა გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით, მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი. ეს გადაცემა ეძღვნებოდა D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობას ბავშვებში. ამასთან, საუბარი იყო რაქიტის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გამოვლენის ნიშნების შესახებ.

"გადაცემის წამყვანმა ბავშვის სხეული გამოიყენა საჩვენებელ ობიექტად. შედეგად, მან ხელყო ბავშვის ღირსება, ხოლო მისი დეფორმირებული გულ-მკერდის ჩვენებით, გაუმართლებლად შეიჭრა ბავშვის პირად ცხოვრებაში. ამასთან, გადაცემაში ნაჩვენები კადრები, შესაძლოა, გამხდარიყო ბავშვებს შორის ბულინგის საფუძველი სასწავლო დაწესებულებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Palitravideo.ge გთავაზობთ აღნიშნულ ფრაგმენტს "პირადი ექიმიდან", რომელშიც ბავშვის სახე რედაქციის მიერ არის დაფარული.