loader

ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს - ვინ არის მსახიობის რჩეული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს - ვინ არის მსახიობის რჩეული?

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი მალე დაოჯახდება. ჯიბღაშვილმა საყვარელ გოგონას - ნინიკო ნაცარაშვილს ხელი მისსავე დაბადების დღეზე სთხოვა. ფოტოზე, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა, ასახულია მსახიობი, რომელიც თავის რჩეულს მარჯვენა ხელზე ბეჭედს უკეთებს.

"არ ვიცი და ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო, სიტყვებს თავი როგორ მოვუყარო... მადლობა, რომ არსებობ! მიყვარხარ" - ამ მინაწერით გაავრცელა ნიშნობის ფოტო ნინიკო ნაცარაშვილმა.