loader

"ფლეიბოის" მოდელი მოგზაურობს და ულამაზესი პეიზაჟების ფონზე შიშველ კადრებს იღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეიბოის" მოდელი მოგზაურობს და ულამაზესი პეიზაჟების ფონზე შიშველ კადრებს იღებს

ბლოგერები, რომლებიც მოგზაურობის თემაზე წერენ, ხშირად აქვეყნებენ საკუთარი თავგადასავლების ამსახველ ფოტოებს, რომლის შემხედვარესაც შური შეგიპყრობს. სარა ჯინ ანდერვუდს "ინსტაგრამზე" 7 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა ეს ფაქტი სხვაგვარ ახსნას საჭიროებს.

32 წლის სარა ჯინი ამერიკის ულამაზესი ბუნების ფონზე თითქმის შიშველი პოზირებს. მისი გამომწერების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, არა ბუნების, არამედ გოგონას მომხიბვლელი "რელიეფების" თვალიერებით უფროა გართული. სარა "ფლეიბოის" ყოფილი მოდელია, რომელმაც შარშანდელი წელი ლაშქრობებში გაატარა. მისი თქმით, 2017 წელს კიდევ უფრო მეტ ლამაზ და თამამ ფოტოს გამოაქვეყნებს ულამაზესი ადგილების ფონზე.