loader

გოგონა, რომელმაც ქალწულობა 780 000 დოლარად გაყიდა, უფულოდ დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონა, რომელმაც ქალწულობა 780 000 დოლარად გაყიდა, უფულოდ დატოვეს

21 წლის კატარინა მიგლიორინი, რომელიც ქალწულობის აუქციონზე "გაყიდვას" აპირებდა, რეალითი-შოუს მესვეურებს ექსპლუატაციაში ადანაშაულებს.

ბრაზილიელი ლამაზმანი დათანხმდა შემოთავაზებას, მონაწილეობა მიეღო რეალურ შოუში, რომლის ბოლო სერიაში უბიწოებას დაკარგავდა მასთან, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდიდა. გოგონას ქალწულობაში რეკორდული თანხის - 780 ათასი დოლარის გადახდაზე თანხმობა 53 წლის იაპონელმა კაცმა განაცხადა. ახლა კი კატარინა აცხადებს, რომ რეალითი-შოუს პროდიუსერმა ის მოატყუა. მიგლიორინის რეალითი-შოუს მოგებიდან 20% უნდა მიეღო, ასევე, მთლიანი "ჰონორარი", რასაც იაპონელი იხდიდა, თუმცა რეალითი-შოუს ვარსკვლავი უფულოდ დატოვეს.

მივედი, იქ არავინ დამხვდა ისეთი, როგორიც შოუს ხელმძღვანელმა ჯასტინ სისლიმ აღმიწერა. ვფიქრობ, ეს ადამიანი არც არასდროს არსებობდა და მე მხოლოდ შოუსთვის გამომიყენეს", - აცხადებს კატარინა.

მიგლიორინი ირწმუნება, რომ ჯერ ისევ ქალწულია, თუმცა მისი უბიწო რეპუტაცია სულაც არ უშლის ხელს, მონაწილეობა მიიღოს ძალიან თამამ ფოტოსესიებში. ცოტა ხნის წინ კატარინამ ბრაზილიური "ფლეიბოისთვის" ეროტიკული ფოტოსესია მოაწყო.