loader

თეა წულუკიანის ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანის ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 18 მარტს დედა გახდა. ახალშობილს მშობლებმა მარიამი (მერი) დაარქვეს. ის წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიას პირველი შვილია.

იუსტიციის მინისტრმა დავით გაგუას კლინიკაში იმშობიარა. მერი კაკულიას წონა - 3000 გრ. სიგრძე კი - 49 სმ. თეა წულუკიანისა და ნუგზარ კაკულიას შვილის პირველი ფოტო სწორედ გაგუას კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში მშობიარობამდე ორი დღით ადრე გავიდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.