loader

თბილისში პატრულის მანქანა 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში პატრულის მანქანა 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა

შემთხვევა თბილისის ცენტრში - პოლიციის მანქანა 8 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და ეზოში მდგომ მანქანას დაეცა. ეკიპაჟი რომელიც ვაკეში, ფანასკერტელის ქუჩის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, სიმაღლიდან ეზოში ჩავარდა და დაიმტვრა. დაზიანდა ის ავტომობილიც, რომელსაც პოლიციის მანქანა ზემოდან დაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოს თავზე გზა გადის, რომელსაც არ აქვს დამცავი ჯებირი და მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. სამინისტროში ადასტურებენ რომ მანქანა თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთერთ დანაყოფს ეკუთვნის.