loader

დაუპირისპირდა თუ არა ანრი ჯოხაძე მარკუს მეტრეველს ეთერს მიღმა და დატოვა თუ არა მეტრეველმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუპირისპირდა თუ არა ანრი ჯოხაძე მარკუს მეტრეველს ეთერს მიღმა და დატოვა თუ არა მეტრეველმა "ცეკვავენ ვარსკვლავები"

"იმედის" ეთერში ახალი გადაცემა "პრაიმშოუ" დაიწყო. პირველი გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეებს მიეძღვნა. ინტერნეტგამოცემებში გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ-ერთმა წამყვანმა, ანრი ჯოხაძემ მარკუს მეტრეველს უთხრა: "როგორც მითხრეს, ცეკვა კარგად გამოგდის, იქნებ აქ მაინც მიაღწიო წარმატებას, თუმცა, ბოლოს ისეთი სიმღერა ჩაწერე, უკვე ჰიტია, ყველას გაგვაგებინე, რომ ბავშვი იატაკიდან არ ჩნდება". ანრის სიტყვების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, მარკუს მეტრეველმა სტუდია დატოვა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ინციდენტის შემდეგ მეტრეველმა "ცეკვავენ ვარსკვლავებიც" დატოვა, თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში მომღერალი ამ ინფორმაციის დაზუსტებისგან თავს იკავებს.