loader

რა ხდებოდა დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას სასამართლოზე

დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას, ანი მურადელის თაობაზე სტატიას ჟურნალი "გზა" აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"გაფითრებული, სიფრიფანა გოგონა სასამართლო დარბაზში ბადრაგის თანამშრომელმა ხელკავით შემოიყვანა. ფეხზე ძლივს იდგა, სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს, ისე დასვეს ადვოკატის გვერდით. ადვოკატი რაღაცას ესაუბრებოდა, მაგრამ უმეტყველო თვალებით უყურებდა, თითქოს არაფერი ესმოდა. - იქნებ წყალი მოუტანოთ, - მიმართა პოლიციელს ბადრაგმა ქალბატონმა. მაშინვე წყლის მოსატანად მეგობარი გოგო გაიქცა და მოურბენინა. სასამართლო დარბაზში ბრალდებულის მეგობრები და თანამშრომლები ისხდნენ. მის დანახვაზე ყველა ატირდა..."

"ადვოკატები დიდხანს ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად უფრო მსუბუქი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა".

ჟურნალ "გზისა" და "კვირის პალიტრის" მიხედვით მოამზადეს: თიკო გურაშვილმა და გიორგი კუსიანმა