loader

ცნობილი სახეები უდუმაშვილის მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი სახეები უდუმაშვილის მხარდასაჭერად

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს წარადგენს. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში, გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ტაძრის ეზოში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის არიან საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი. ზაალ უდუმაშვილის წარდგენას ასევე ესწრებიან: მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, პროდიუსერი მარინა ბერიძე, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. ზაალ უდუმაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლამდე ღონისძიება ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ გახსნეს.


ფოტოები: ინგა მურუსიძე