loader

NASCAR-ის მრბოლელი ღობეს 321 კმ/სთ სიჩქარით შეაფრინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASCAR-ის მრბოლელი ღობეს 321 კმ/სთ სიჩქარით შეაფრინდა

ამერიკული სერია NASCAR-ის მრბოლელ ოსტინ დილონის ავტომობილი რბოლის დროს ღობეს შეასკდა. სპორტული ავტომობილის სიჩქარე ავარიის მომენტში 321 კმ/სთ იყო. შედეგად, 13 მაყურებელი დაშავდა. რბოლის სტუმრები ავტომობილის ნამსხვრევებმა და ბარიერის ნანგრევებმა დააზიანა. თავად დილონი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა - ექიმებმა მას ხელებისა და კუდუსუნის დაზიანება დაუდგინეს.

ტელეარხი Fox Sports-ი აღნიშნავს, რომ ავარიის მიზეზი, შესაძლოა, რბოლისთვის არასახარბიელო ამინდის პირობები გამხდარიყო. რბოლა წვიმის გამო დაგეგმილზე სამსაათნახევრით გვიან დაიწყო, თუმცა, შესაძლოა, ტრეკმა რბოლისთვის საკმარისად გაშრობა ვერ მოასწრო.